պլատֆորմ - Սոցիալական ապահովությունը

სოციალური დახმარების სისტემამ უნდა მოიცვას საზოგადოების ყველა ის ფენა, რომელიც რეალურად საჭიროებს ასეთ დახმარებას. სოციალური მდგომარეობის შეფასებისათვის გამოყენებული უნდა იყოს მრავალფაქტორიანი მოდელი, რომელიც შეიქმნება საქართველოში უკვე მოქმედი სოციალურად გაჭირვებული ოჯახების შეფასების სისტემის ბაზაზე, მისი შემდგომი სრულყოფის გზით. ძველი ტელევიზორისა თუ მაცივრის არსებობა ოჯახში, ან რაიმე ერთჯერადი ხელფასი თუ დახმარება სოციალურად დაუცველი პირის ან მისი ოჯახისათვის არ უნდა ქმნიდეს სოციალური დახმარების გაუქმების საფუძველს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ბაზა, შეფასების სისტემის გათვალისწინებით, დიფერენცირებული იქნება კატეგორიებად. ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველ პირთა შეფასების, მომსახურებისა და ადმინისტრირების ფუნქციები მუნიციპალურ ორგანოებს ექნებათ დელეგირებული.

ჩვენ განვახორციელებთ სოციალური საცხოვრებლის პროგრამას, რომელიც თანმიმდევულად აღმოფხვრის უსახლკაროთა და დევნილთა ბინადრობის პრობლემებს. სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება სპეციალიზებული დაწესებულებები, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლები და დღის სტაციონარები, აგრეთვე სხვა სპეციალიზებული დაწესებულებები.

მომავალი 4 წლის განმავლობაში “თავისუფალი დემოკრატები”:

  • განვსაზღვრავთ აუცილებელ საარსებო მინიმუმს 250 ლარით (დღეს არსებული 160 ლარის ნაცვლად);
  • •მინიმალურ ხელფასს განვსაზღვრავთ 500 ლარის დონეზე. ვეღარავინ ამუშავებს ჩვენს მოქალაქეს საათში 3 ლარზე ნაკლებად; 
  • მოქალაქეებისათვის ქონების უზრუნველყოფით მიღებულ სესხებზე საბანკო კრედიტების გადახდის ტვირთის შემსუბუქების მიზნით, ბანკის სესხის პროცენტს არ დავბეგრავთ საშემოსავლო გადასახადით, რის შედეგადაც, ჩვენი გათვლებით, მოქალაქეს ყოველთვიურად დაეზოგება საშუალოდ 100 ლარამდე, რაც უდრის წელიწადში 1200 ლარს; 
  • განვახორციელებთ სამართლიანი და მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამას. შემწეობა აღუდგება ყველა იმ პირს თუ ოჯახს, რომელთაც უსამართლოდ წაართვა ეს სტატუსი ხელისუფლებამ;
  • გავაუმჯობესებთ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის კრიტერიუმებს. გაუმჯობესებული კრიტერიუმების საფუძველზე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირს აღარ მოუწევს სახლის, საყოფაცხოვრებო ნივთის (ტელევიზორის, მაცივრის და სხვა), შინაური ცხოველის გაყიდვა, რათა შეძლოს გამოკვებოს ოჯახი და იყიდოს საჭირო წამალი;
  • საქართველოში ბავშვების 13%, ანუ დაახლოებით 50 000 ბავშვი ქრონიკულ სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 200,000 ბავშვი სიღარიბეში. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წლისათვის საქართველოში არცერთი ბავშვი არ იცხოვრებს უკიდურეს სიღარიბეში, რისთვისაც ყოველწლიურად 50 მილიონი ლარის დამატებით ხარჯს გავწევთ;
  • •არც ერთი დევნილი არ უნდა დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართობები და დამხმარე ნაგებობები, რომლებიც ამჟამად უკავიათ;
  • აღვადგენთ და გავზრდით ვეტერანებისათვის მოხსნილ შეღავათებს.

საპენსიო პოლიტიკა, ზრუნვა პენსიონრებზე

მიუხედავად დაპირებებისა, ქვეყანას დღემდე არ გააჩნია არც სახელმწიფო (სავალდებულო) და არც კერძო (ნებაყოფლობითი) საპენსიო დაზღვევის ერთიანი სისტემა. 2004 წლიდან საქართველოში გაუქმებულია სოციალური დაზღვევის კანონმდებლობა და სოციალური (საპენსიო) დაზღვევის შენატანი. ამიტომ არ გაგვაჩნია სახელმწიფო პენსიის საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი განმარტებაც კი და ის გაიგივებულია ხანდაზმულთათვის სახელმწიფო შემწეობასთან. დღეს სახელმწიფო პენსიის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ნება-სურვილზე, სახელმწიფო ვალდებულია შეუქმნას პენსიონერს ღირსეული არსებობის პირობები.

ეს შესაძლებელი გახდება ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით, რაც პროპორციულად აისახება მინიმალური პენსიების ზრდაში. პენსია გახდება 300 ლარი და ინფლაციის შესაბამისად გაიზრდება ყოველწლიურად. ჩვენ ასევე განვახორციელებთ საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად ჩამოყალიბდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც დაეფუძნება მოსახლეობის ნებაყოფლობით საპენსიო დაზღვევას და მოქალაქის მიერ პენსიის მიღების საფუძველი იქნება სამი პილარი: საბაზისო (სახელმწიფო პენსია), სავალდებულო საპენსიო შენატანი და მოქალაქის ნებაყოფლობითი საპენსიო შენატანებით დაგროვებული სახსრები. 

միավորներ:

  • իրականացվելի
    5 - Առաջարկված քաղաքականությունը հնարավոր է իրականացվի կարճ կամ միջին ժամկետներում
  • ներքին հետեւողականություն
    5 - Չի պարունակում ոչ մի լուրջ փոխհակասություն
  • տեղը գաղափարական/քաղաքական քարտեզի վրա
    4 - Հարցի հետ կապված կուսակցության դիրքորոշումը բնութագրվում է որպես արեւմտաեվրոպական սոցիալ֊ժողովրդավարական
  • տնտեսական փաստավորում
    5 - Քաղաքականությունը կարող է հանգեցնել դրական արդյունքների
  • փաստացի ճշտությունը
    0 - N/A