պլատֆորմ - Կրթություն

განათლება ქვეყნის განვითარებისთვის მთავარია. თანამედროვე სამყაროში სწორედ განათლება წარმოადგენს საზოგადოებისა და სახელმწიფოს პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური წინსვლის აუცილებელ წინაპირობას. ამის გათვალისწინებით განათლების სისტემის ტრანსფორმაციისა და განვითარების ჩვენი კონცეფცია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს ეყრდნობა:• თანამედროვე განათლება ადამიანის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის შეუცვლელ საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ განათლების სისტემა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ ხელი შეუწყოს ადამიანის მიერ განათლების მიღებასა და გაუმჯობესებას მთელი ცხოვრების მანძილზე. ჩვენი განათლების კონცეფცია ამ მიმართულებით სისტემური, თანმიმდევრული და შედეგებზე გათვლილი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს. • ადამიანის უფლებაა, ხარისხიანი, თანამედროვე განათლების საშუალებით უზრუნველყოს საკუთარი ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, სათანადო სამუშაოს პოვნა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამიტომ განათლების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს როგორც ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარების მოთხოვნებს, ასევე შრომის ბაზარსა და ქვეყნის განვითარების ტენდენციებს. ამისათვის კი საჯარო რესურსები უნა იხარჯებოდეს განათლების როგორც შედარებით გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი გეგმების განხორციელებაზე. ეს ხარჯვა უნდა იყოს ღია და ეფექტიანი, რათა განათლების სფეროში სახელმწიფოსა და საზოგადოების ამოცანებთან ერთად მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული ადამიანის (აღსაზრდელის, მოსწავლის, სტუდენტის თუ მსმენლის) ინდივიდუალური მისწრაფებები და შესაძლებლობები.• აუცილებელია, რომ განათლების სისტემაში რეფორმები მრავალმხრივი მსჯელობის, საზოგადოების სხვა და სხვა ჯგუფების მონაწილეობით განისაზვროს და განხორციელდეს. განათლების სისტემა უნდა განვითარდეს, როგორც ერთიანი, მთლიანი და მოქნილი სისტემა, რომელშიც, ამავე დროს, ცალკეული სექტორების ტრანსფორმაცია და განვითარება მათი შინაგანი ლოგიკის გათვალისწინებით მოხდება. განათლების საფეხურები იმგვარად უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ სისტემის მთლიანობასა და განათლების უწყვეტობას უზრუნველყოფდეს. მხოლოდ ასე მივაღწევთ თანამედროვე, კარგ და ხელმისაწვდომ განათლებას ჩვენი მოქალაქეებისთვის მათი ეროვნების, სქესისა და ასაკის მიუხედევად. • საზოგადოებრივი განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანეს ფიგურას პედაგოგი წარმოადგენს. განათლების ნებისმიერი სისტემის წარმატება, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პედაგოგები ჰყავს ქვეყანას და რამდენად ადეკვატურადაა მათი შრომა დაფასებული. ამიტომ ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა პედაგოგის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და, ამასთან ერთად, პედაგოგის პროფესიის პრესტიჟულობისა და სოციალური სტატუსის სათანადოდ ამაღლება.

•განათლების სისტემის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყალიბებას თავისუფალ, განათლებულ პიროვნებებად, რომლებიც ეზიარებიან ჩვენს კულტურას და, თანაც, ღირსეულ ადგილსდაიკავებენ თანამედროვე, განვითარებულ, დასავლურ სამყაროში. თავისუფალი დემოკრატები ვამბობთ, რომ ჩვენთვის ხელისუფლებაში მოსვლა არა მიზანი, არამედ საშუალებაა, რათა განვახორციელოთ სახელმწიფოს ძირითადი სისტემების, მათ შორის, განათლების სისტემის გატდაქმნა და განვითარება საზოგადოების უშუალო, ქმედითი მონაწილეობით. განათლების სისტემის სწრაფი და არსებითი გაუმჯობესება არის ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის, მთელი ჩვენი საზოგადოების განვითარების აუცილებელი პირობა და საწინდარი. ამიტომ განათლება უნდა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა გადაიქცეს. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არ უნდა იყოს 4%-ზე დაბალი. უახლოესი 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 400 მილიონით მეტი უნდა მოხმარდეს მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ თანამედროვე და ხარისხიანი განათლების მიღებასა და მასწავლებელთა ხელფასების განუხრელ ზრდას. 

საზოგადოების მეტი ჩართულობა განათლებაში განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და განათლების სისტემის ფუნქციონირებაში მკვეთრად უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა. ეს გულისხმობს განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესის სრულყოფას და მასში საექსპერტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას; სკოლამდელი და ზოგადასაგანმანათლებლო დასწესებულებების მართვასა და განვითარებაში მშობლების და, ზოგადად, ადგილობრივი თემის მონაწილეობის ხარისხის გაზრდას; უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობაში სტუდენტების რეალური მონაწილეობის უზრუნველყოფას და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში პროფესიული ასოციაციების მონაწილეონის გაძლიერებას.

მხოლოდ დროულად და ამომწურავად ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს განათლების სისტემის განვითარების პროცესში მიღებული შედეგებით სრულფასოვნად სარგებლობას. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ყველა დაინტერესებული მხარის ოპერატიულად ინფორმირება. ამისათვის სისტემაში მიმდინარე პროცესების და მათი შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება უნდა ხდებოდეს თანამედროვე, კარგად აპრობირებული ინსტრუმენტებით და სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

საყოველთაო სკოლამდელი განათლება

ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ საყოველთაო სკოლამდელი განათლების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველჰყოფს ბავშვების სასკოლო განათლებისთვის მზადყოფნას და, შესაბამისად, ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციასა და სწავლის გაუმჯობესებას დაწყებით სკოლაში. ამისათვის კი რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადაიდგას: 

  • კანონმდებლობის დონეზე უნდა განისაზღვროს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო დაწესებულებების დამოუკიდებლობა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;
  • ასევე უნდა განისაზღვროს სკოლამდელი აღზრდის კერძო დაწესებულებების დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;
  • სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით: (ა) მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს დაფინანსება როგორც ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის, ასევე არსებული შენობების რეაბილიტაციის მიზნით; ბ) უნდა შემუშავდეს საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის სამართლიანი და ეფექტიანი მექანიზმები; გ) სახელმწიფომ მოსახლეობას უნდა შესთავაზოს სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა მოდელი; დ) შემუშავებულ უნდა იქნას სკოლამდელ აღზრდაში კერძო სექტორის მონაწილეობის კონკრეტული სტრატეგია.
  • •მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო-სააღმზრდელო სტანდარტები და პროგრამები ორიენტირებული იყოს აღსაზრდელების ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებზე, და ეფუძნებოდეს ადგილობრივ გამოცდილებას, სიტუაციურ მაგალითებს. ამ სტანდარტებსა და პროგრამებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვებში დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას. სასწავლო-სააღმზრდელო სტანდარტებსა და პროგრამებში შემუშავებული და განხორციელებული იქნება ინკლუზიური განათლების გრძელვადიანი სტრატეგია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განვითარდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხოლო გარემო ადაპტირებული იქნება ბავშვების განვითარების ასაკობრივ მოთხოვნებთან, მათ შორის შშმ ბავშვების საჭიროებებთან;
  • აღსაზრდელების ბაგა-ბაღში რეგისტრაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტერიტორიული ფაქტორი და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისთვის შეიძლება ქმნიდეს დაბრკოლებას;
  • ჯგუფებში აღსაზრდელთა დასაშვები რაოდენობის შესახებ სამართლებრივი ნორმის ამოქმედების ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ბავშვების სისტემიდან გარიყვის საწინააღმდეგო მექანიზმები;
  • აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვების რაოდენობასთან თანაფარდობის სამართლებრივი ნორმის ამოქმედების ეტაპისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას შესაძლო საკადრო დეფიციტის პრევენციის მექანიზმები;
  • მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ნაყოფიერი სისტემის ამოქმედება. უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე თანამშრომელთა სოციალური დაცვის მექანიზმების, შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სამართლიანი სისტემის ფორმირება, ხოლო კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში არასამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე აკადემიური სფეროს ჩართვის ეფექტიანი მექანიზმების გამოყენება. ზრუნვის საგანი უნდა გახდეს სკოლამდელი აღზრდის სამაგისტრო და სადოქტორო პროგარმების სტიმულირება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული საკმაოდ მოკლე ვადის მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;
  • სკოლამდელი განათლების სისტემაში უნდა გატარდეს დეცენტრალიაზაციის პოლიტიკა;
  • სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფორმატი; უნდა გაიზარდოს საჯარო დაწესებულებისა და მისი ადმინისტრაციის ავტონომიის ხარისხი.

უკეთესი სკოლა, გზა წარმატებული კარიერისა

სკოლებს უნდა მიეცეთ მეტი დამოუკიდებლობისა და განვითარების საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა მოსწავლეთათვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებული სკოლები ხარისხობრივი და თვისებრივი მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არ შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების ძირითადი მიდგომები და განათლების პოლიტიკის პრაქტიკა იყოს უნიფიცირებული. შესაბამისად, სკოლების მოტივაციისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, უნდა დაინერგოს დივერსიფიცირებული მიდგომის სისტემა. ეს ძლიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ სკოლებს მეტ დამოუკიდებლობას მისცემს, ხოლო შედარებით სუსტ სკოლებს მხარდაჭერისა და კონსულტაციის მეტი რესურსით უზრუნველჰყოფს. ამ პროცესის წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, სკოლების დაფინანსებაში გაიზარდოს ინსტიტუციური განვითარებისათვის გამოყოფილი რესურსები და თანმიმდევრულად გაძლიერდეს მუნიციპალიტეტების ორგანოების როლი და კომპეტენციები. სკოლა უნდა გახდეს შემოქმედებითი და ავტონომიური; სკოლა უნდა გახდეს თანამედროვე

განათლებისა და აღზრდის კერა: •ზოგადი განათლების სფეროში მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით ჩამოყალიბდება კოლეგიალური მმართველი ორგანო, რომელიც დაკომპლექტდება ამ სფეროში მომუშავე როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებით, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სახელისუფლებო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. ასეთი ორგანოს ჩამოყალიბება გააუმჯობესებს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციის ხარისხს და უზრუნველჰყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიონალების ქმედით მონაწილეობას.

•მნიშვნელოვანია, გადაიხედოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რათა ის სხვაპ რიორიტეტებთან ერთად მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული სეკულარული დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაზე, ითვალისწინებდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და ქვეყნის განვითარების როგორც ინტელექტუალურ, ასევე ეკონომიკურ პერსპექტივას.

პროფესიული საზოგადოების აქტიური მონაწილეობით ამოქმედდება ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებთან ეროვნული სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული სხვა კომპონენტების შესაბამისობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.

•უნდა მოხდეს სკოლების დეცენტრალიზაცია და გაიზარდოს მათი ავტონომია, რაც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე ფინანსური და ადმინისტრაციული მართვის ყველა ძირითადი უფლებამოსილების დელეგირებას. სამეურვეო საბჭოს გაზრდილი ფუნქციები კიდევ ერთი ბერკეტი იქნება სკოლების საქმიანობაში პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების ჩარევის თავიდან ასაცილებლად. შეიქმნება სკოლების მრავალკომპონენტიანი შეფასების სიტემა, რომელიც გამოავლენს ძლიერ და სუსტს კოლებს. სუსტი სკოლებისთვის შეიქმნება მხარდაჭერის პროგრამა; სასკოლო აუდიტის ჯგუფები დაეხმარებიან ასეთ სკოლებს ადმინისტრაციული და ფინანსური საქმისწარმოების გაუმჯობესებაში.

•საგანმანათლებლო ღონისძიებებთან ერთად აუცილებელია სკოლებში ფიზიკური აღზრდის სრულყოფა და სასპორტო ინფრასტრუქტურის განახლება-გაუმჯობესება, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც სასწავლო დისციპლინისთვის (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებისათვის), აგრეთვე სკოლისშემდგომი სექციური მუშაობისთვის. სკოლის ბიუჯეტებში საბაზისო მინიმუმის განსაზღვრის გზით ხელი შეეწყობა სასპორტო კლუბების შექმნა-განვითარებას.

უნდა შემუშავდეს ზოგადი განათლების სფეროში ადამიანური რესურსების მართვის გრძელვადიანი სტრატეგია:

ა) სისტემაში ჩართული თანამშრომლების საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა დაეფუძნოს მათი მუშაობის ანალიზს;

ბ) ყველა დონეზე თანამშრომლების სამსახურში მიღება უნდა განხორციელდეს ღია და სამართლიანი კონკურსის წესით, ხოლო შერჩევის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნას მოზიდული პროფესიული ორგანიზაციები;

გ) უნდა გაუქმდეს სკოლის დირექტორების დანიშვნა ექვსწლიანი ვადით და ჩამოყალიბდეს პედაგოგების კარიერული ზრდის მექანიზმები;

გ) ორგანიზებული დიალოგის წარმართვის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება მასწავლებელთა დასკოლის ხელმძღვანელთა პროფესიული გაერთიანებების წახალისება. მნიშვნელოვანი ზრუნვის საგანი გახდება პედაგოგიკისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო და სადოქტორო პროგარმების სტიმულირება;

დ) მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელთა გადამზადების პროგრამები განხორციელდეს დამოუკიდებელი სერვისის მიმწოდებელი ორაგნიზაციების მიერ და გაიზარდოს ამ კუთხით არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ უმაღლესი სასწავლებლების როლი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა უნდა შეიძინოს მასწავლებელთა გადამზადების საერთო პოლიტიკის განმსაზღვრელის ფუნქცია;

ე) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემამ ყველა პედაგოგისთვის უნდა უზრუნველჰყოს სასტარტო და შემდგომი განვითარების თანაბარი პირობები. რაც გულისხმობს დამწყები და მოქმედი პედაგოგებისთვის განვთარების განსხვავებული და რეალურ შედეგზე ორიენტირებული ისეთი პროგრამების შეთავაზებას, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება სკოლის ინტერესები. სკოლას უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარებისა და შეფასების საკუთარი სისტემა, რომელიც შესაძლოა ყველა სკოლისთვის განსხვავებული იყოს, სკოლის საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით.

ვ) სახელმწიფო პოლიტიკა, მასწავლებლის მომზადების, პროფესიაში მისი შესვლისა და პროფესიული განვითარების გარდა უნდა მოიცავდეს პროფესიიდან გასვლის კომპონენტსაც, რათა მიდგომა იყოს სისტემური და კომპლექსური. უნდა მოხდეს საპენსიო ასაკის მასწავლებელთა პროფესიიდან გასვლის ისეთი წესების ფორმირება, რომლებიც უზრუნველჰყოფს საპენსიო ასაკის მასწავლებლების ღირსეულ გასვლას პროფესიიდან.

ზ) უნდა შემუშავდეს მასწავლებლის სამუშაოს ანაზღაურების ადეკვატური და სამართლიანი გაანგარიშების სისტემა, რომელიც საგაკვეთილო დატვირთვის გარდა მასწავლებლის სხვა პროფესიულ აქტივობებსაც ასახავს. ეს მასწავლებლის მოტივაციის გაზრდას შეუწყობს ხელს. 

ხარისხიანი ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გეოგრაფიული, პოლიტიკური, დემოგრაფიული, ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური, გენდერული და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით განისაზღვრება ახალი სკოლების მშენებლობის, ასევე არსებული შენობების რეაბილიტაციის გეგმა;  

სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მცირეკონტინგენტიანი სკოლები გახდება, რადგან განსაკუთრებით რთულია ასეთ სკოლებში ხარისხიანი განათლების და მოსწავლეების სოციალიზაციის უზრუნველყოფა; თანაც ამ რეგიონებში მოსახლეობის ადგილებზე დამაგრების თვალსაზრისით გამსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს სწორედ სკოლა ასრულებს.

•გაუმჯობესდება ეთნიკური უმცირესობებისათვის სახეწლმწიფო ენის სწავლებისა და მათი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა; ვიზრუნებთ, რომ ყველა საჯარო სკოლაში შეიქმნას თანამედროვე და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, რათა გაადვილდეს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; მოწესრიგდეს ლაბორატორიები, კომპიუტერული ოთახები და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

ასევე განხორციელდება საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების მატერიალურ-ტექნიკური მოდერნიზების პროგრამა.  მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება სკოლების მომარაგებაზე იმ დამხმარე აღჭურვილობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სრულფასოვანი ჩართვისათვისაა აუცილებელი. დაინერგება შშმ მოსწავლეთა ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების პროგრამა. დაინერგება და გაძლიერდება მასწავლებლის ასისტენტის ინსტიტუტი; მნიშვნელოვანია, გადაიხედოს სკოლებში დისციპლინის მართვის მოდელი, როგორც მოსწავლეთა აღზრდის და სამოქალაქო აქტივიზმის ფორმირების მექანიზმი. ამ მხრივ უნდა გაიზარდოს მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლის როლი.

•ძირეულად უნდა გადაიხედოს სკოლებში ბიბლიოთეკების როლი და უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს მათი უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნიკით და ინტერნეტ სივრცეში ინტეგრირება;

უნდადავაჩქაროთ შესაბამისი კადრების გადამზადება და ფიზიკური გარემოს მოწესრიგება. სასკოლო ბიბლიოთეკებმა განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს რეგიონებში, სოფლებში, ადგილობრივი თემის განვითარების პროცესებში;

• მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული დამატებითი სასწავლო მასალების შექმნასა და ხელმისაწვდომობას, თანამედროვე სასწავლო რესურსების შექმნას. 

განხორციელდება ქმედებები ამ მიმართულებით ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისათვის;

• დაფინანსდება ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომებისაკენ მიმართული ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები და განისაზღვრება ამ პროცესში ადგილობრივი თემის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მშობლების, კურსდამთავრებულების და საზოგადოების სხვა ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობის ეფექტური მექანიზმები. 

•მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება პროექტულ სწავლებაზე. სკოლებისათვის გამოყოფილი იქნება ფინანსები სამოქალაქო აქტივობებისაკენ მიმართული პროექტების განსახორციელებლად. ასევე სიღრმისეულად გადაიხედება და გაუმჯობესდება სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამა. საჭიროებების კვლევის საფუძველზე დაფუძნდება სკოლის გარეშე საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულებები;

•ვიზრუნებთ, რომ ზოგად განათლებაზე გაწეულმა ხარჯებმა მთლიანი შიდა პროდუქტის, როგორც მინიმუმ, 4%-სმიაღწიოს, რაც გააჩენს განათლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული რეფორმების გატარების რეალურ შესაძლებლობას. მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია გადაიხედოს დაფინანსების ფორმულა, რათა უკვე არსებულ ფარგლებში განხორციელდეს რესურსების ოპტიმალური, სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული განაწილება.

მეტი დამოუკიდებლობა, ინოვაცია და განათლების უკეთესი ხარისხი

უმაღლეს სასაწავლებლებს

უმაღლესი განათლების სფეროში გატარებული რეფორმები არის ყველაზე სწორი და ნაყოფიერი გზა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები უნდა გამომდინარეობდეს მთლიანად განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებიდან: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების არსებული სისტემა გულისხმობს სტუდენტზე მიბმულ ვაუჩერულ დაფინანსებას. ამიტომ უმაღლესი სასწავლებელი ორიენტირებულია სტუდენტების მოზიდვაზე და არა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. საბოლოოდ კი შედეგად ვიღებთ მდგომარეობას, როცა სასწავლო პროგრამები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. აღნიშნული პრობლემების დასაძლევად აუცილებელია, განხორციელდეს უმაღლესი განათლების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის შედეგად ჩამოყალიბდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალკომპონენტიანი დაფინანსების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი 10 წლის განმავლობაში მათ სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას. ამასთან, სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სწავლის დაფინანსების სხვადასხვა ფორმები:

აუცილებელია, რომ შეიქმნას უმაღლესი განათლების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანს იქნება უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსების სისტემის ოპტიმიზაცია, რომელიც განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული და წარმატების მქონე დარგების (Excellence Cluster) გათვალისწინებით. • აუცილებელია, შემუშავდეს და შემდგომ ეტაპობრივად დაინერგოს საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების ინდექსირების (შეფასების) სისტემა. შეფასებისას ყურადღება მიექცევა ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ სტრატეგიასთან საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამების სინქრონიზაციის საკითხს. საუკეთესო შედეგის მქონე უმაღლესი განათლების მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფო პროგრამით, რომელიც გულისხმობს წარმატებული საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებისათვის დამატებით ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას. • ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს სახელმწიფო შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელებასაც შესთავაზებს. ამ პროგრამების დანერგვისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, და გამარჯვებული უნივერსიტეტი მიიღებს 4 წლიან საბაზო დაფინანსებას. უმაღლესი განათლების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები მიიღებს საგრანტო კონკურის შეთავაზებას, რათა უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე საერთაშორისო თანამშრომლობით შემუშავდეს და დაინერგოს ახალი, თანამდროვე სასწავლო პროგრამები. სისტემატურად განხორციელდება საქართველოსა და უცხოეთის აკადემიური პერსონალის გაცვლითი სასწავლო პროგრამები. მნიშვნელოვანია, რომ მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეთ განვითარებისათვის საჭირო სახელმწიფო დაფინანსებაზე წვდომა. აღნიშნული დაფინანსება უნდა განხორციელდეს მიზნობრივი, დაბალ პროცენტიანი, გრძელვადიანი კრედიტის საშუალებით. ამ ფონდების ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეძლებს, განახორციელოს ნებისმიერი სათანადო და აუცილებელი საქმიანობა: ინფრასტრუქტურული მშენებლობა, საბიბლიოთეკო ფონდების შექმნა, პერსონალის გადამზადება და სხვა • აუცილებელია, შეიქმნას რეგიონული საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსები მიმართული იქნება რეგიონული დონის საკითების შესწავლასა და გადაჭრაზე, რეგიონული მოთხოვნების შესატყვისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვასა და განვითარებაზე

თანამედროვე და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება სტუდენტებს

სტუდენტების მიერ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მისაღებად სახელმწიფო უზრუნველჰყოფს მრავალფეროვანი, კონკურენტული გარემოს განვითარებასა და მატერიალურ ხელშეწყობას.  სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სწავლის დაფინანსების სხვადასხვა ფორმები. სამართლიან და ნათელ კრიტერიუმებზე დაყრდნობით სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით უნდა დაინერგოს როგორც სახელმწიფო სტიპენდიების, ასევე გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხების გაცემის სისტემები. სახელმწიფომ უნდა წაახალისოს უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტური სესხებისა და სტიპენდიების შიდა მექანიზმის დანერგვისაკენ.

სტუდენტების სასწავლო ვაუჩერის ოდენობა უნდა ითვალისწინებდეს

როგორც სწავლების საფასურს, ასევე სწავლების სფეროს სპეციფიკას.

ამასთან, გაფართოვდება სოციალური გრანტების დაფინანსების ბაზა,

რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში სტუდენტის საცხოვრებლის

ხარჯებსაც დაფარავს.

• სტუდენტების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდება

პროგრამა, რომლის საშუალებით სახელმწიფო თავდებში ჩაუდგება

ნიჭიერსა და წარმატებულ სტუდენტებს სესხის მისაღებად.

• სახელმწიფომ სასწავლო გრანტები უნდა გამოყოს სადოქტორო

საფეხურის სწავლების დასაფინანსებლად. გრანტის თანხაში, სასწავლო

და მენტორის კომპონენტის გარდა, უნდა შედიოდეს, უნივერსიტეტის

მონაწილეობით კვლევისათვის აუცილებელი ფინანსების ნაწილი.

განათლება სამოქალაქო ინტეგრაციისა და დემოკრატიული საზოგადოების

განვითარებისათვის

განათლების სისტემაში უნდა მოხდეს სამოქალაქო ინტეგრაციისა და

დემოკრატიული კულტურის განვითარების საკითხების აქტუალიზაცია, რაც

გულისხმობს სასკოლო სამოქალაქო განათლების შემდგომ განვითარებას;

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას; სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის

გაძლიერებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, ასევე ოკუპირებულ

რეგიონებში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ ქართულ დიასპორებში.

ზრდასრულთა განათლება დასაქმებისათვის

თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, რასაც ემატება საბჭოთა

ცენტრალზიბულ-დირექტიული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე

გადასვლასთან დაკავშირებული ობიექტური პრობლემები, მოსახელობის უფროსი

თაობების წარმომადგენლებისათვის უნდა განვითარდეს ზრდასრულთა

განათლების სისტემა. უნდა მოხდეს ამ სისტემის პოპულარიზება და ეფექტიანი

ამოქმედება, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა უფროსი თაობის ადამიანების

მიერ შრომის ბაზარზე ადგილის შენარჩუნებისა და მათი შემდგომი

წინსვლისათვის, ხოლო ქვეყნის დონეზე ეკონომიკური ზრდის ტემპის

გასაზრდელად.

ამდენად, განათლების სფეროში თავისუფალი დემოკრატებისათვის ზრდასრულთა

განათლების სისტემის განვითარება უმიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ გზაზე

შემდეგ გამოწვევებს ვხედავთ:

• მნიშვნელოვანი იქნება შრომის ბაზარზე ორიენტირებული ზრდასრულთა

განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარება და მისი

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა,

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონებში მოქმედმა

საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განავითარონ ადგილობრივ

მოთხოვნებზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები. ხოლო რეგიონული

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა ჩამოყალიბდნენ,

როგორც აკადემიურ, აგრეთვე ზრდასრულთა გადამზადების პროგრამების

დანერგვისა და გაუმჯობესების რეგიონული ჰაბები.

• თანამედროვე საზოგადოებაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება

არაფორმალური განათლება. ამ „ინსტიტუტის“ განვითარების გზაზე

მნიშვნელოვანია არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების

მექანიზმების შექმნა და ამოქმედება.

• მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გადამზადების ისეთი კურსების

აკრედიტაციას და განხორციელების ხელშეწყობას, რომლებიც

განისაზღვრება ეკონომიკური განვითარებისა და შრომის ბაზრის

მოთხოვნების გათვალისწინებით.

• საჯარო სექტორში ძირეულად გადაიხედება თანამშრომელთა გადამზადების

პროგრამების განხორციელების არსებული პრაქტიკა. დღეისათვის, მოქმედი

კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია წლის

განმავლობაში ბიუჯეტის სულ მცირე 1% თანამშრომელთა კვალიფიკაციის

ამაღლებაზე დახარჯოს და აღნიშნულ თანხებს სახელმწიფო სტრუქტურები,

ან მათდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის ან არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციები

განკარგავენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში გასაქანი დამოუკიდებელ

სერვის მიმწოდებელ ორგანიზაციებს მიეცეთ. სხვადასხვა კერძო თუ

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობის

საშუალება აკადემიურ დაწესებულებებს, უმაღლეს სასწავლებლებს

მიეცემათ, რაც თავის მხრივ მომავალი კადრების მომზადების სისტემაზეც

პოზიტიურად აისახება. თავისუფალი ბაზრის პრინციპით ესოდენ დიდი

თანხების განკარგვა უდავოდ გაზრდის კონკურენციას და გააუმჯობესებს

მიწოდებული სერვისების ხარისხს. ასევე გადაიხედება მასწავლებელთა და

ზოგადად განათლების სფეროში დაგეგმილი გადამზადების პროგრამების

განხორციელების მექანიზმი, რომელიც ახლა მთლიანად მასწავლებელთა

პროფესიული განვითარების ცენტრს აქვს დაკისრებული.

პროფესიული განათლება

პროფესიული განათლების მნიშვნელობისა და ქვეყნის განვითარებაში დიდი

შესაძლებლობების მიუხედავად, სამწუხაროდ, განათლების ეს სექტორიც მწვავე

გამოწვევების წინაშე დგას:

• მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობის ხარისხი

სახელმწიფოსა და სოციალურ პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოებას

შორის, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოტენციური

დამსაქმებლების ჩართვას. რამაც უნდა განაპირობოს დამსაქმებლების

მხრიდან პროფესიული განათლების მიმართ ნდობის ამაღლება და

პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ანაზღაურებად

პოზიციებზე დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. საგანმანათლებლო

პროგრამები მაქსიმალურ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს შრომის ბაზრის

მოთხოვნებთან.

• პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი საჭიროებების

გათვალისწინებით უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და

კერძო სექტორის როლი და მონაწილეობის ხარისხი. უნდა გაიზარდოს

პროფესიული სასწავლებლების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, რასაც წინ

შესაბამისი რუკაზე გადატანის პროცესი უნდა უძღოდეს. ამავდროულად

უნდა დაარსდეს სკოლა-საწარმოები, სადაც სასწავლო პროცესის

პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება.

• პროფესიული განათლების მართვისა პროცესში უნდა გაიზარდოს

სტუდენტების როლი. მათ უნდა მოეხსნას აკადემიურ საფეხურზე სწავლის

გაგრძელების ბარიერი, „საგანმანათლებლო ჩიხები“ და უნდა გაეზარდოთ

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.

• სიღრმისეულად უნდა გადაიხედოს პროფესიული განათლების

დაფინანსების მოდელი, რომელიც უნდა გახდეს შედეგზე ორიენტირებული

და ინკლუზიური, რაც უზრუნველყოფს პროფესიული სწავლების

დაფინანსებას როგორც საჯარო/სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებულ,

ასევე კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

• ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პარალელურად, დასაქმების ბაზრის

მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს მიერ

დაფინანსებული ადგილების რაოდენობა. დაფინანსების მექანიზმი

გაითვალისწინებს საბაზრო და საშუალო განათლების

კურსდამთავრებულთა, ასევე ზრდასრულ პირთა საჭიროებებსაც, რათა

თითოეული აღნიშნული სამიზნე ჯგუფისთვის პროფესიული

განათლებისთვის ხელმისაწვდომობის შექმნამ/გაზრდამ არ გამოიწვიოს სხვა

ჯგუფების დისკრიმინაცია.

• დაფინანსების განაწილების პროცესში განმსაზღვრელი იქნება შრომის

ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნები, სოციალურ-

ეკონომიკური საჭიროებები. გათვალისწინებული იქნება სტიპენდიები

პროფესიულ განათლებაში არათანაბარი შესაძლებლობების მქონე

სტუდენტებისთვის (მაგ. მაღალმთიანი რეგიონებიდან) თანასწორი

შესაძლებლობების შექმნის მიზნით.

• გაძლიერდება ისეთი დისციპლინების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო

საჭიროებების მქონე პირთა ჩართულობას. ასეთი დარგებია ოკუპაციური

თერაპია, მეტყველების თერაპია, სპეციალური პედაგოგიკა, მასწავლებლის

ასისტენტის მომზადება და სხვა.

• შემუშავდება და ამოქმედდება არაფორმალური განათლების აღიარების

მექანიზმები, რომლებიც ზრდასრულებს კვალიფიკაციის სწრაფი

დაუფლებისა და შრომის ბაზარზე გაზრდილი კომპეტენციებით გასვლის

საშუალებას მისცემს.

• სოციალურ პარტნიორებთან თანამშრომლობით ამოქმედდება საწარმოო

სწავლების/შეგირდობის ინსტიტუტის ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ

შორის, მართვის, დაფინანსების, ფორმალური და არაფორმალური

განათლების გზით მიღებული კომპეტენციების დაგროვებისა და

ტრანსფერის, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.

• განხორციელდება პროფესიული განათლების პედაგოგების გადამზადების

პროგრამები, რომელთა პრიორიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და

ინოვაციების გაცნობა იქნება.

• უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე

აღიარებული კვალიფიკაციების მინიჭება, რათა კურსდამთავრებულებმა

შეძლონ დასაქმება არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო

დონეზე.

მეცნიერება ქვეყნის განვითარებისათვის

ჩამოყალიბდება საქართველოს მეცნიერების მართვის ახალი სისტემა, რომელიც

მიზნად დაისახავს არსებული სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად

შენარჩუნებას, ინოვაციური და კლასიკური მეცნიერების სფეროების ჰარმონიულ

განვითარებასა და მეცნიერების სფეროს მართვის თანამედროვე, ევროპული ტიპის

სისტემის დანერგვას. თანამედროვე სამყაროში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა

საზოგადოებისა და ეკონომიკური განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია, ხოლო

ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთი წარმმართველ ძალას მეცნიერება

წარმოადგენს. სამეცნიერო კვლევების ეფექტიანი მართვისა და სახელმწიფოს

მხრიდან გააზრებული ფინანსური წახალისების შემთხვევაში, სამეცნიერო

ორგანიზაციებს შეეძლებათ განვითარების იმგვარი დონის მიღწევა, როდესაც,

მატერიალურ ან არამატერიალურ ბაზაზე დაყრდნობით, ისინი შეძლებენ

ფინანსური და მატერიალური თვითკმარობის უზრუნველყოფას. მეცნიერებასა და

უმაღლესი განათლების სფეროში სანდო და მრავალმხრივი მონაცემების

საფუძველზე ჩამოყალიბდება ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა, შემუშავდება

ქმედითი და კვლევითი ორგანიზაციების შესაძლებლობების

გაზრდა/განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამა. მის ფარგლებში

კი - შედეგზე ორიენტირებული, მოქნილი და მრავალკომპონენტიანი სისტემის

მეშვეობით - დაფინანსდება მეცნიერება.

• აუცილებელია კვლევებზე და სანდო სტატისტიკური მონაცემების

ანალიზზე დაყრდნობით მეცნიერებაში პერსპექტიული

მიმართულებების გამოვლენისა და არსებული სამეცნიერო პოტენციალის

შეფასების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება;

• აუცილებელია საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში

ინვესტიციების და ლიდერი კომპანიების მოზიდვის მიზნით

თავისუფალი ეკონომიკური ზონებისა და ტექნოპარკების შემდგომი

შექმნა/განვითარება;

• აუცილებელია მეცნიერებაში გამოვლენილი პერსპექტიული და ძლიერი

მატერიალური და აკადემიური ბაზის მქონე მიმართულებებზე ისეთი

რეგიონული კველევითი ცენტრების შექმნა, რომლებშიც მონაწილეობას

მიიღებენ როგორც სხვა ქვეყნების მოწინავე მკვლევარები, ასევე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და კვლევითი

ორგანიზაციები;

• კვლევით ორგანიზაციებს სახელმწიფო შესთავაზებს საბაზისო

დაფინანსებას, რომელიც მიბმული იქნება მათ გრძელვადიან

სტრატეგიებზე და კვლევით გეგმებზე. გარკვეული, წინასწარ დათქმული,

პერიოდის გასვლის შემდეგ ჩატარდება კვლევითი ორგანიზაციის გარე

შეფასება და მისი შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდება, მოხდება თუ

არა კვლევითი ორგანიზაციის დაფინანსების გაგრძელება. რეფორმის

საწყის ეტაპზე დაფინანსებას მიიღებს ყველა კვლევითი ინსტიტუტი.

• განხორციელდება კვლევების პროგრამული (პრიორიტეტული)

დაფინანსება. ამ ტიპის დაფინანსება მიმართულია სახელმწიფოს მიერ

პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულ სფეროებში

განსახორციელებელ კვლევებზე (ნაწილი თანხებისა პირდაპირ

გამოიყოფა, ნაწილიც - კონკურსის წესით).

• საგრანტო კონკურსის საშუალებით მოხდება მკვლევრის ან კვლევითი

ჯგუფის დაფინანსება გრანტით (Excellence grant), რომელიც მიზნად

ისახავს ზოგად ან რომელიმე სფეროს ფარგლებში კვლევების

წახალისებას.

• სახელმწიფო წაახალისებს და თავადაც პრაქტიკულად დაეხმარება

კვლევით ორგანიზაციებს, რათა მათ უცხოეთის ქვეყნების

მთავრობებიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან

(მსოფლიო ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, აზიის განვითარების

ბანკი და სხვა) მოიზიდონ მიზნობრივი კრედიტები ინოვაციური

პროექტების დაფინანსებისა და სამეცნიერო პოტენციალის გაზრდის

მიზნით.

• შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებით და ფისკალური

ინსტრუმენტების გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება: მეცნიერებაში

ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე კვლევით და

სამეცნიერო პროექტებში ქართული კომერციული სტრუქტურების

მონაწილეობის ხელშეწყობა; უცხოური კერძო და სახელმწიფო კვლევითი

დაწესებულებების, საინვესტიციო და ვენჩურული ფონდების

საქართველოში ოპერირების წახალისება.

უწყვეტი განათლების პრინციპები რეალურად განხორციელდება ქართული

განათლების სისტემაში, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო შესაძლებლობები და,

გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსახლეობის განათლების დონე.

միավորներ:

  • իրականացվելի
    5 - Առաջարկված քաղաքականությունը հնարավոր է իրականացվի կարճ կամ միջին ժամկետներում
  • ներքին հետեւողականություն
    5 - Չի պարունակում ոչ մի լուրջ փոխհակասություն
  • տեղը գաղափարական/քաղաքական քարտեզի վրա
    4 - Հարցի հետ կապված կուսակցության դիրքորոշումը բնութագրվում է որպես արեւմտաեվրոպական սոցիալ֊ժողովրդավարական
  • տնտեսական փաստավորում
    5 - Քաղաքականությունը կարող է հանգեցնել դրական արդյունքների
  • փաստացի ճշտությունը
    0 - N/A