փորձագիտական գնահատական - Կրթություն

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში არსებითი ადგილი ეთმობა განათლების რეფორმირების საკითხებს. წინასაარჩევნო დოკუმენტის ეს ნაწილი ჩამოყალიბებულია საკმაოდ ძლიერად ლოგიკური თვალსაზრისით, აღსაქმელია ადვილად, ხოლო შემოთავაზებული ღონისძიებები მოწოდებულია ცხადი და ლაკონური ფორმით.

მართებულია შეფასება, რომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება მშპ-სთან მიმართებაში არაადეკვატურად დაბალია. სწორია ისიც, რომ გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობის მიუხედავად, განათლების სისტემაში შეინიშნება ღრმა კრიზისი და ქვეყანა ვერ ახერხებს ვერც მოსწავლეთა და სტუდენტობის, ასევე მასწავლებელთა სათანადო ხარისხით მომზადებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ პარტია არ ერიდება ერთი შეხედვით არაპოპულარულ, თუმცა ჩვენი აზრით საფუძვლიან და ლოგიკურ მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში არაადეკვატურად ბევრი სტუდენტი და უმაღლესი სასწავლებელია, რაც უარყოფითად აისახება როგორც უმაღლესი განათლების ხარისხზე, ისევე მის პრესტიჟზე. ის ფაქტი, რომ სკოლადამთავრებულთა 4/5, აბიტურიენტი ხდება, ფაქტობრივად ფასს უკარგავს სასკოლო განათლებასაც.

სწორადაა შეფასებული ისიც, რომ სადღეისოდ მხოლოდ 18 000 ადამიანი იღებს პროფესიულ განათლებას, ხოლო სტუდენტთა რიცხვი 120 000-ია. ამას ხელს ისიც, უწყობს, რომ სახელმწიფო დაფინანსების პრიორიტეტებიც არასწორადაა შედგენილი, რაც ახალისებს შედარებით იოლად მოპოვებადი, თუმცა ბაზარზე დასაქმების დაბალი პერსპექტივების მქონე პროფესიები.

შემოთავაზებული ღონისძიებებიდან მივესალმებით სურვილს განათლებასა და მეცნიერებაზე დაფინანების ჯერადად ზრდის შესახებ, ოღონდ ამ მიმართულებით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ რა წილი უნდა დაიხარჯოს განათლების სისტემის ამა თუ იმ კომპონენტზე, და რამდენი - მეცნიერებაზე.

გაბედული, დროული და სამართლიანია  განცხადება იმის თაობაზე, რომ განათლების სისტემის მთავარი აქტორი მასაწავლებელი უნდა იყოს და არა მოწავლე. ვეთანხმებით რესპუბლიკურ პარტიას იმაშიც, რომ დღეს მასწავლებელთა ანაზღაურება და მათდამი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ზოგადი დამოკიდებულება გამოწვევების არაადეკვატური და საკმაოდ უსამართლოა.

მისაღებია შემოთავაზება მასწავლებელთა კვალიფიკაციის მიხედვით გრადაციის, შესაბამისი ანაზღაურების სქემის შემოღებისა და ავტორიტეტის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებების კუთხით.

ყურადსაღები და გასათვალისწინებელია შემოთავაზებული პოლიტიკა პროფესიული განათლების მიმართულებით, რომელსაც საქართველოში არც სათანადო ყურადღება ექცევა და არც სათანადო პრესტიჟით სარგებლობს, არადა განათლების სისტემის ეს კომპონენტი ევროპულ ქვეყნეებში დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს ამზადებს.

ასევე ძალიან კარგია სასწავლო პროცესში საწარმოო პრაქტიკის გათვალისწინების შემოთავაზება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთ ,,ტექნიკურ“ მიმართულებებში, როგორებიცა საინჟინრო სპეციალობები, აგრონომია და სხვა. მიგვაჩნია, რომ ასევე განხილული უნდა იქნას საწარმოო პრაქტიკის მისაღებად ასეთ დარგებში მოსწავლე სტუდენტების უცხოეთში მივლინების შესაძლებლობა.

արտագրումը

PDF