պլատֆորմ - Սոցիալական ապահովությունը

საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მდგრადი, სამართლიანი და ფინანსურად მყარი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის არსებობა

 

სახელმწიფოს თანადგომა ყველასათვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი - შეჭირვებულებისათვის სრულად, ხოლო მაღალშემოსავლიანებისთვის  იმ ოდენობით, რასაც თუნდაც ასეთი შემოსავლების მქონე ოჯახი თავად ვერ გაწვდება. შეძლებულის და ღარიბის ერთნაირი კრიტერიუმით დახმარება უსამართლოა და, საბოლოოდ, სისტემის ფინანსურ ჩამოშლამდე მიგვიყვანს, რაც დააზარალებს ყველას, განურჩევლად შემოსავლების დონისა. 

ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად,   ჩვენ განვახორციელებთ მიზნობრივ და, შესაბამისად, სამართლიან სოციალურ პოლიტიკას. 

 

კერძოდ, გაიზრდება სოციალური დახმარების მიმღებ და ჯანდაცვის სრული პაკეტით მოსარგებლე ოჯახთა რაოდენობა. სახელმწიფო თავიდან აირიდებს დანახარჯებს მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებზე, რომლებიც არ საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას, გარდა იმ სამედიცინო ხარჯებისა, რომელთაც თავად ვერ გასწვდებიან. 

  • 2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით 230 ლარამდე. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც.
  • 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ;
  • ჩვენ საარსებო შემწეობას აღვუდგენთ ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდა; შემოვიღებთ საარსებო შემწეობის დანიშვნის მკაფიო, მარტივ და სამართლიან კრიტერიუმებს და არ დავუშვებთ შემუშავებული კრიტერიუმების ხშირ და უსაფუძვლო გადახედვას;
  • ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით (მოქალაქეზე წელიწადში საშუალოდ 178 ლარის ოდენობით), როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს:
  • გაჭირვებულისთვის - პრემიუმ პაკეტი (პოლისის ღირებულება - 225 ლარი წელიწადში);
  • ნაკლებად გაჭირვებულისთვის - სტანდარტული-პლიუს პაკეტი (პოლისის ღირებულება - 205 ლარი წელიწადში);
  • საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის - სტანდარტული პაკეტი (პოლისის ღირებულება  - 190 ლარი წელიწადში);
  • დღეს არსებული ვითარებისგან განსხვავებით, ყველა ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებასაც;
  • ყველა მოქალაქე, მათ შორის მაღალი შემოსავლის მქონე, დაზღვეული იქნება მისთვის ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან (70 000 ლარამდე წელიწადში);
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებათა განსაზღვრისას, სახელმწიფო სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე გადავა, რათა უზრუნველვყოთ განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის, მათი საჭიროებებისა და განსხვავებულობის მიუხედავად;
  • გავზრდით საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელს.

ამ რეფორმის შედეგად, სისტემა შეიძენს ფინანსურ მდგრადობას, აღარ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან საავადმყოფოებისთვის გადახდების პერმანენტული დაგვიანება, რაც, თავის მხრივ, ფინანსურ პრობლემებს ქმნის ამ სფეროში მომუშავე ბიზნესისთვის, ართულებს მათ მიერ ექიმებისა და სხვა პერსონალის ხელფასების დროულ გადახდას. ეს, საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება სამედიცინო სერვისის ხარისხზე. თითოეული მოქალაქისთვის გაუმჯობესდება ჯანდაცვის ხარისხი. სისტემა შეიძენს სოციალურად სამართლიან სახეს და მეტად დაეხმარება გაჭირვებულებს.

միավորներ:

  • իրականացվելի
    3 - Առաջարկված քաղաքականությունը հավանաբար իրագործել է կարճ կամ միջին ժամկետներում
  • ներքին հետեւողականություն
    4 - Լրիվությամբ ինչ որ մակարդակով փոխհակասական է
  • տեղը գաղափարական/քաղաքական քարտեզի վրա
    5 - Հարցի հետ կապված կուսակցության դիրքորոշումը բնութագրվում է որպես չափավոր սոցիալիստական
  • տնտեսական փաստավորում
    4 - Քաղաքականությունը կհանգեցնի երկիմաստ արդյունքների (դրական, բացասական կամ դժվար է կոնկրետացնել¤
  • փաստացի ճշտությունը
    0 - N/A